- მედიის ინფორმაციით, სოხუმის „საქალაქო სასამართლომ“ საქართველოს მოქალაქე ქრისტინა თაკალანძე 19 ნოემბრამდე პატიმრობაში დატოვა, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.
გამომძიებლების ინფორმაციით, ქრისტინე თაკალანძემ, რომელიც განზრახ მოქმედებდა საქართველოს სპეცსამსახურების დავალებით, შეაგროვა და ამ სამსახურების წარმომადგენლებს გადასცა ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს აფხაზეთის კანონით დაცულ სახელმწიფო, სამხედრო და სხვა საიდუმლოებას.
ინფორმაციისთვის: აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის” თანამშრომლებმა, საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე 20 ივლისს დააკავეს. ქალს “ჯაშუშობა” ედება ბრალად.