- საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი შვილთან შეხვედრას ითხოვს. ის აღნიშნული მოთხოვნით პენიტეცნიური სამსახურის ხელმძღვანელს ღია წერილით მიმართავს.
„მოგმართავთ მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი. ჩემი შვილი უკვე მე-8 თვეა პატიმრობაშია, რომელიც არის აგრეთვე მძიმე ავადმყოფი. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, რომ შემდგარიყო მამა-შვილს შორის პაემანი, რომელიც დაშვებულია არსებული კანონმდებლობით (მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა რამდენჯერმე თქვენთან შემოიტანა განაცხადი ჩემს შესახებ, პასუხის ღირსადაც არ ჩაგვთვალეს.) გთხოვთ, გაერკვიოთ, რა ხდება? რა არის მიზეზი მშობლის მიერ შვილის არნახვისა. მომეცით წერილობითი პასუხი და უზრუნველყავით ასაკოვანი მამის და პატიმარი შვილის შეხვედრა“, – წერს სააკაშვილის „ფეისბუქის“საკუთარ გვერდზე.