სასამართლომ ჟურნალისტების მიმართ ძალადობაში ბრალდებული შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

  • 5-6 ივლისს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე „ფორმულას“, იმედისა“ და „მთავარის“ ეპიზოდზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა განაჩენი გამოაცხადა.

მოსამართლემ შვიდი ბრალდებული ჯგუფურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო.

ბრალდებულებიდან მხოლოდ ერთს მიესაჯა ხუთი ათას ლარიანი ჯარიმა, დანარჩენ ექვს პირს კი პატიმრობა შეეფარდა.

გიორგი ნასყიდაშვილს ერთი წელი და სამი თვე შეეფარდა, გიორგი კახიანს ერთი წელი და სამი თვე, რომეო კეკუტიას ერთი წელი და სამი თვე, ზაზა მჭედლიძეს ერთი წელი და სამი თვე, თემურ ხარაულს ერთი წელი და ერთი თვე, ილია ქებაძეს ერთი წელი და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, უშანგი დათუნაშვილს დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარი.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *