- ENKA Insaat-ის 2021 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, ჯგუფის 90%-იან მფლობელობის ქვეშ არსებულმა შვილობილმა კომპანიამ ENKA Renewables-მა საქართველოს მთავრობასთან 2019 წლის 25 აპრილით დათარიღებული ხელშეკრულება ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების, მშენებლობის, მფლობელობისა და ოპერირების შესახებ გაწყვიტა.
კომპანიის ფინანსურ ანგარიშში დაკონკრეტებულია, რომ აღნიშნული ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასთან, ენერგეტიკის განვითარების ფონდთან, სს ნამახვანთან, სს ელექტროსისტემის კომერციულ ოპერატორსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან იყო გაფორმებული.
როგორც „ენკას“ ანგარიშიდან ირკვევა, კომპანიამ თავის მფლობელობაში არსებული 40 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივები ჩამოწერა.
„ხელშეკრულების შეწყვეტა გამოიწვია საქართველოს მთავრობის მხრიდან პირობების დარღვევამ და ფორსმაჟორულმა მოვლენებმა. ვინაიდან პროექტის კაპიტალიზებული ქონების, საწარმოო საშუალებებისა და აღჭურვილობის გამოყენება შეუძლებელია, ისინი 40,389,000 აშშ დოლარის საბალანსო ღირებულებით 2021 წლის 31 დეკემბრისთვის ჩამოიწერა,“ -აღნიშნულია ანგარიშში.