- საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში დღეს პოლონელ კოლეგას, მათეუშ მორავიეცკის უმასპინძლებს. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა.
„ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები ერთობლივად გახსნიან პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლს, რომელიც ახალ ბულვარში დაიდგა“,- აღნიშნულია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.