საქართველოში კორონავირუსის 1 543 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 1 543 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 198 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 873 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 859, „პისიარ“-ტესტით – 3 014.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 11,12%, ბოლო 14 დღის – 16,83%, ბოლო შვიდი დღის – 14,57%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 633 443 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 581 376 გამოჯანმრთელდა, 16 505 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 830 741 აცრა, დღიურად აცრილია 1 279.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 1 695 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *