- საქართველოში კორონავირუსის 3 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 8 118 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 680 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 416, „პისიარ“ ტესტით – 3 264.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 15,41%, ბოლო 14 დღის – 21,6%, ბოლო შვიდი დღის – 17,64%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 623 672 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 547 531 გამოჯანმრთელდა, 16 338 კი, გარდაიცვალა.