საქართველოში კორონავირუსის 1 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 1 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 9 790 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 671 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 495, „პისიარ“ ტესტით – 3 176.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის ბოლო შვიდი დღის მაჩვენებელია 18.07%.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *