საქართველოში კორონავირუსის 3 840 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 3 840 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 692 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 075 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 438, „პისიარ“ ტესტით – 5 637.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 19,13%, ბოლო 14 დღის – 24,39%, ბოლო შვიდი დღის – 19,67%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 616 159 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 517 856 გამოჯანმრთელდა, 16 231 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 822 060 აცრა, დღიურად აცრილია 992.

სტაციონარში მეთვალყურეობას 3 424 ადამიანი გადის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *