საქართველოში კორონავირუსის 4 835 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 41 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 4 835 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 13 840 ადამიანი. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 41 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 26 252 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 913, „პისიარ“- ტესტით – 13 339.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 18,42%, ბოლო 14 დღის – 26,68%, ბოლო 7 დღის – 22,64%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 603 007 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 491 321 გამოჯანმრთელდა, 16 138 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია ოთხი, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 245 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 449 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *