- დღეს, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან პენიტენციურ დაწესებულებამდე ავტოკოლონით მივიდნენ. მათ ადგილზე საქართველოს დროშა მიიტანეს და მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერი შეძახილებით მიმართეს.