- საქართველოში კორონავირუსის 15 644 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 24 110 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 46 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 52 912 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 295, „პისიარ“ ტესტით – 20 617.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 29,57%, ბოლო 14 დღის – 32,01%, ბოლო 7 დღის – 30,99%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 511 800 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 324 172 და, 15 729 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 787 627 აცრა, დღიურად აცრილია 3 257.
კარანტინის რეჟიმშია 16, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 876 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 126 პირი.