- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას აქვეყნებს. ის უერთდება კამპანიას -#StandWithUkraine.
“ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით”,- წერს ზალკალიანი “ტვიტერზე”, რითაც სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას #standwithukraine უერთდება.