- ახალი წლის დღეებში ორბელიანების სასახლის ეზო ყველა დამთვალიერებლისათვის გაიხსნება. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ნებისმიერ მსურველს 31 დეკემბრიდან 15 იანვრამდე, საღამოს 18:00 საათიდან 22:00 საათამდე საახალწლოდ, ჩიჩილაკებით მორთული ორბელიანების სასახლის ეზოს დათვალიერებისა და სამახსოვრო ფოტოების გადაღების შესაძლებლობა მიეცემა.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გილოცავთ დამდეგ შობა – ახალ წელს, გისურვებთ სიხარულსა და ბედნიერებას!“,- აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.