საქართველოში კორონავირუსის 1 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 45 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 1 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 127 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 45 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 22 001 ტესტი, მათ შორის 14 145 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 856​ პისიარ ტესტით.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური 5,89%, ბოლო 14 დღის 6,93%, შვიდი დღის 6,39%.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *