სემეკი-ელექტროენერგიის ტარიფის მატება არ იგეგმება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა არ იგეგმება.

“საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ეხმიანება მედიაში ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის შესახებ. სემეკი აცხადებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის მატება არ იგეგმება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ამჯერადაც არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას წარმოადგენს.

ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სემეკში ელექტროენერგიის ტარიფებზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს. აღნიშნული წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტულ პროცედურულ ნაწილს, რაზეც სემეკმა განმარტება არაერთხელ გააკეთა. არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დღეისათვის არ არსებობს ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილების საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა არ იგეგმება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *