- დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის–სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
ბიძგები თბილისის დროით 06:42 საათზე დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ წალკას სამხრეთ-დასავლეთით 16კმ-ში, სოფელი მამიშლართან იყო.
მიწისძვრის სიძლიერემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.