პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა

  • პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის წარდგენილ ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა. კენჭისყრა დღევანდელ სესიაზე გაიმართა.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, გენადი მაკარიძემ მიიღო 81 ხმა, ხუთი დეპუტატი წინააღმდეგი იყო; ნინო სანდოძემ 80 ხმა მიიღო, ხუთი დეპუტატი წინააღმდეგი იყო; თამარ ოქროპირიძემ – 81 ხმა მიიღო, ხუთმა დეპუტატმა კი მის წინაღმდეგ მისცა ხმა. თეა ძიმისტარიშვილმა 81 ხმა მიიღო, ხუთი წინააღმდეგი იყო.

კენჭისყრის მიმდინარეობისას, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ პროტესტის ნიშნად სასესიო დარბაზი დატოვეს.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *