პენიტენციურ დაწესებულებებში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების მიღება იწყება

  • პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების მიღებას იწყებს.

უწყების ცნობით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 22 ნოემბერს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს. პენიტენციური სამსახური გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *