- მკურნალ და პირად ექიმთან შეთანხმებით, დავასაბუთეთ ხუთი ექიმის კონსულტაციის აუცილებლობა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის გეგმას გაწერენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
სერგეენკოს თქმით, თუ მათ მიერ რაღაც ნაწილის გაკეთება შეუძლებელი იქნება, პაციენტი გადაყვანილი იქნება იქ, სადაც ეს შესაძლებელი იქნება.
„პირადი რეკომენდაცია უკვე გავახმოვანე მის პირად ექიმთან და ამ დაწესებულების ექიმებთან, რომელიც პრინციპში სრულდება კიდეც. ეს იყო გადაუდებელი კონსულტაციები ღამის განმავლობაში იყო რამდენიმე სპეციალისტის, რომლებმაც უახლოესი საათების სამოქმედო გეგმა უნდა გაწერონ. ეს არის ჩემი რეკომენდაცია, რომელიც გაზიარებული იქნება. ეს არის სამედიცინო ლოგიკა. მკურნალ და პირად ექიმთან შეთანხმებით, გავწერეთ და დავასაბუთეთ ხუთი ექიმის კონსულტაციის აუცილებლობა. აქედან ორი ნევროლოგი და გასტროენტეროლოგი, პირველი პრიორიტეტი იყო. ნევროლოგის კონსულტაცია იყო უკვე, გასტროენტეროლოგი ღამე ჩატარდებოდა. ამოცანაა ის, რომ ეს ადამიანები მკურნალობისა და დიაგნოსტიკის გეგმას გაწერენ. თუ ეს შესაძლებელი იქნება, ადგილზე გაკეთდება, თუ მათი რაღაც ნაწილის გაკეთება შეუძლებელი იქნება, გადაყვანილი იქნება პაციენტი იქ, სადაც ეს შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, გვიან ღამით გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დიმიტრი ხუნდაძე და დავით სერგეენკო მივიდნენ.