დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში გადაიყვანეს

  • ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” მისმა ადვოკატმა დაუდასტურა. მისივე თქმით, მამალაძე “ვივამედშია” გადაყვანილი.

​ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა კონკრეტული მიზეზი, რის გამოც დეკანოზის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

დეკანოზის ძმის თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ადვოკატი კლინიკაში შევა და გიორგი მამალაძეს მოინახულებს.

არსებული ინფორმაციით, ეტაპირება გუშინ ღამით განხორციელდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *