ანა ფოტიგა – ციხეში სააკაშვილის მონახულებაზე უარი მივიღე

  • ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე უარი მიიღო.

“ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მივიღე. ვწუხვარ საქართველოს მთავრობის მხრიდან გამჭვირვალობისა და კეთილი ნების ნაკლებობის გამო და ვიმეორებ, რომ ჯერ კიდევ არსებობს სიტუაციის მოგვარების შანსი. საქართველოს მთავრობა სრულადაა პასუხისმგებელი ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე“, – წერს ანა ფოტიგა „ტვიტერში“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *