- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დაზიანებები აღენიშნება.
„გარეგან დათვალიერება უტარდება, იღებენ ფოტოსურათებს, აქვს დაზიანებები, არ ვილაპარაკებ ამაზე. აქვს დაზიანებები და ვნახე მე. უფრო მეტ ინფორმაციას თვითონ კომისიის წევრები იტყვიან. აქვს სხვადასხვა ნაწილებში დაზიანებები, მე შევამჩნიე, ეს დაზიანებები, ასევე ფოტოსურათებზე იყო აღბეჭდილი. ჩემი მთავარი რეკომენდაციაა, რაც შეიძლება სწრაფად გადავიყვანოთ ისეთ მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც შესაძლებელი იქნება მისი მკურნალობა. აქ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება.
ჩვენ ვაკეთებთ იმიტაციას ამ მოძრაობებით, ვითომ კონსილიუმებს ვხვდებით, ვლაპარაკობთ მის ჯანმრთელობაზე, ტელევიზიები დღე და ღამე აშუქებენ. ყველამ მშვენივრად, კარგად იცის, რით დამთავრდება ეს ყველაფერი, დამთავრდება ერთით, სიკვდილით. ძალიან ბევრი მეუბნება, რატომ აბუქებო. ვიღაცამ ხომ უნდა თქვას სიმართლე. ეს ვთქვი ორი კვირის წინ, რომ ამ კაცმა გაუძლო ფიზიკურად, ძალიან ძლიერია და გაუძლო ეს ორი კვირა, მაგრამ კიდე რამდენ ხანს გაძლებს, ვერ გეტყვით. მე ციხეში არავითარი აპარატურა არ მინახავს“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.