ექიმი აცხადებს, რომ ელენე ხოშტარიამ ჰოსპიტალიზაციაზე, დახმარებასა და მედიკამენტების მიღებაზე უარი განაცხადა

  • „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც პარლამენტში რამდენიმე დღეა, შიმშილობს, ჰოსპიტალიზაციაზე, დახმარებასა და მედიკამენტების მიღებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა განაცხადა.

ექიმის თქმით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

„გონზეა, საკმაოდ კონტაქტურია და ადეკვატურად იქცევა. წნევის ვარდნის ეპიზოდი ჰქონდა, მაგრამ ჩვენი გასინჯვის დროს წნევა 120/70 აქვს, გლუკომეტრითა და სატურაციით გავზომეთ, ყველაფერი ნორმაში აქვს. ჰოსპიტალიზაციაზე, დახმარებასა და მედიკამენტების მიღებაზე უარი განაცხადა. გონება ჩვენს მოსვლამდე დაკარგა და სასურველია, სტაციონარში გადავიდეს. იმ მდგომარეობის გამო, როგორც ის არის, შეიძლება, გონების დაკარგვა განმეორდეს. ახლა კარგად არის“, – განაცხადა ექიმმა.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *