- საქართველოში კორონავირუსის 6 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 818 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 58 291 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 36 465, „პისიარ“ ტესტით – 21 826.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,33%, ბოლო 14 დღის – 9,13%, ბოლო შვიდი დღის – 9,46%.
კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 546 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 091 პირი.