- საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს იაპონიის საგრანტო დახმარების ფარგლებში მიღებული სამედიცინო აპარატურა გადაეცა.
იაპონიის საგრანტო დახმარების („ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამა“) ფარგლებში, შპს. კრაუნ ეიჯენტ იაპონიამ 110 ერთეული დეფიბრილატორისა და 155 ერთეული ელექტროკარდიოგრაფიის სამინისტროსთვის ეტაპობრივი მოწოდება უზრუნველყო.
სამედიცინო აღჭურვილობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სასწრაფო დახმარების მანქანებში განთავსების მიზნით გადაეცა.
ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კალანდია ესწრებოდნენ.