დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5587 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 210 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 865 შემთხვევა, აჭარა – 223, იმერეთი – 336, ქვემო ქართლი – 143, შიდა ქართლი – 99, გურია – 54, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 164, კახეთი – 225, მცხეთა-მთიანეთი – 30, სამცხე-ჯავახეთი – 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.