- ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დირექტორი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 4 630 მ2 მიწის ნაკვეთზე, იჯარა/პრივატიზებასთან დაკავშირებული დადებითი პასუხის გაცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოქალაქისაგან ქრთამის სახით მოითხოვა და მიიღო ფულადი თანხა 10 000 ლარის ოდენობით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით”.-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.