საქართველოში კორონავირუსის 3 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი

  •  საქართველოში კორონავირუსის 3 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 3 376 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 969 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 318, „პისიარ“ ტესტით – 12 651.

სულ აცრილია – 626 343 ადამიანი, დღიურად აცრილია 19 355.

კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 511 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 533 პირი.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 362 შემთხვევა, აჭარა – 595, იმერეთი – 415, ქვემო ქართლი – 139, შიდა ქართლი – 155, გურია – 84, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 210, კახეთი – 262, მცხეთა-მთიანეთი -59, სამცხე-ჯავახეთი – 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *