- საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 626 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 41 885 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 469, „პისიარ“ ტესტით – 24 184.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,76%, ბოლო 14 დღის – 7,85%, ბოლო შვიდი დღის – 8,67%.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 670 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 652 შემთხვევა, აჭარა – 601, იმერეთი – 400, ქვემო ქართლი – 197, შიდა ქართლი – 155, გურია – 93, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 190, კახეთი – 187, მცხეთა-მთიანეთი -84, სამცხე-ჯავახეთი – 89, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 22.