- საქართველოში კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 561 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 39 126 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 775 , „პისიარ“ ტესტით – 17 351.
სულ აცრილია – 464 875 ადამიანი, დღიურად აცრილია 14 738. კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 547 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 963 პირი.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 712 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 243 შემთხვევა, აჭარა – 419, იმერეთი – 273, ქვემო ქართლი – 149, შიდა ქართლი – 102, გურია – 71, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 142, კახეთი – 175, მცხეთა-მთიანეთი -75, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.