საქართველოში კორონავირუსის 1 398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 1 398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 164 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 867 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 167, „პისიარ“ ტესტით – 14 700.

სულ აცრილია – 324 802 ადამიანი, დღიურად აცრილია 7 228.

კარანტინის რეჟიმშია 55, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 838 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 065 პირი.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 398 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 813 შემთხვევა, აჭარა – 93, იმერეთი – 115, ქვემო ქართლი – 94, შიდა ქართლი – 49, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 59, კახეთი – 84, მცხეთა-მთიანეთი – 27, სამცხე-ჯავახეთი – 36, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *