- საქართველოში კორონავირუსის 1 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 531 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 136 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 650, „პისიარ“ ტესტით – 20 486.
სულ აცრილია – 277 872 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 942.
კარანტინის რეჟიმშია 71, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 054 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 853 პირი.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 392 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 887 შემთხვევა, აჭარა – 61, იმერეთი – 130, ქვემო ქართლი – 84, შიდა ქართლი – 62, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 33, კახეთი – 69, მცხეთა-მთიანეთი – 29, სამცხე-ჯავახეთი – 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.