- საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 1 ივლისიდან, კომენდანტის საათის გაუქმებისთანავე, საქართველოს რკინიგზა,თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კიდევ ერთ რეისს ყოველდღიურად შეასრულებს.
“კერძოდ, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, დღეში სამი რეისი იმოძრავებს. კომენდანტის საათის გაუქმების გამო, იცვლება განრიგი სხვა მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებზეც. ბილეთები უკვე იყიდება ონლაინ და საქართველოს რკინიგზის სალაროებში”. -ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.