საქართველოში კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 13 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 672 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 356 179 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 341 775  გამოჯანმრთელდა, 5 096 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია –  216 742 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 569.

კარანტინის რეჟიმშია  40, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 935 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 599 პირი.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 811 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 470 შემთხვევა, აჭარა – 53, იმერეთი – 69, ქვემო ქართლი – 53, შიდა ქართლი – 39, გურია – 3, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 50, კახეთი – 38, მცხეთა-მთიანეთი – 24, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *