- საქართველოში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 378 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 747 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 503, „პისიარ“- ტესტით – 10 244.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,55%, ბოლო 14 დღის – 1,53%, ბოლო 7 დღის – 1,33%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 276 436 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 269 384 გამოჯანმრთელდა, 3 674 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 213, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 412 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 154 პირი.