საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 147 და გარდაცვალების 15 შემთხვევაა

აქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 15 პაციენტი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 7823 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 147 შემთხვევა. ყველაზე მეტი, 64 თბილისში.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური – 1.88%; ბოლო 7 დღის – 1.67%; ბოლო 14 დღის – 1.54%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 193-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *