- საქართველოში კორონავირუსის 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 172 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 022 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 350, „პისიარ“ ტესტით – 8 672.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,77% ბოლო 14 დღის – 1,62%, ბოლო შვიდი დღის – 1,31%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 272 262 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 266 253 გამოჯანმრთელდა, 3 563 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 300, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 379 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 154 პირი.