ბოლო ცხრა თვეში საქართველოდან 100.5 მილიონი დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა

  • 2024 წლის პირველი აგვისტოდან 2025 წლის 23 აპრილამდე პერიოდში საქართველოდან თხილის ექსპორტმა 16.0 ათას ტონას მიაღწია, რაც 20 პროცენტით (2.7 ათასი ტონით) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

“2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 23 აპრილამდე პერიოდში, საქართველოდან თხილის ექსპორტმა 16.0 ათას ტონას მიაღწია, რაც 20%-ით (2.7 ათასი ტონით) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 26.5 მლნ აშშ დოლარითაა (36%-ით) გაზრდილი ექსპორტირებული თხილის ღირებულებაც და 100.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
საანგარიშო პერიოდში 13%-ით გაიზარდა თხილის საშუალო საექსპორტო ფასიც და ერთ კილოგრამზე 6.29 აშშ დოლარი შეადგინა.
ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთსა და ჩეხეთში. გარდა ამისა, თხილის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში, ჩინეთში, თურქეთში, ისრაელში, რუსეთში, ალჟირში, მაროკოში.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *