- საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 119 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 9 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 349 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 742, პისიარტესტით – 10 607.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,42 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,7 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,3 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 271 739 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 265 805 გამოჯანმრთელდა, 3 541 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 258, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 477 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 151 პირი.