დემნა გვასალია Gucci-ის ახალი კრეატიული დირექტორი გახდა

  • ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Gucci-ის ახალი კრეატიული დირექტორი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინსტაგრამზე” დიზაინერის ოფიციალური გვერდი “demnagram”-ი ავრცელებს.

„ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ, რომ შევუერთდი Gucci-ის ოჯახს. ჩემთვის დიდი პატივია წვლილი შევიტანო სახლში, რომელსაც ღრმად ვცემ პატივს და დიდი ხანია აღფრთოვანებული ვარ. მოუთმენლად ველი, რომ სტეფანოსა და მთელ გუნდთან ერთად Gucci-ის საოცარი ისტორიის ახალი თავი დავწერო“, – აღნიშნულია დემნა გვასალიას განცხადებაში.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *