- მიხეილ ყაველაშვილს 13 ქვეყნის ელჩმა რწმუნებათა სიგელებ გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები ბელგიის, ლუქსემბურგის, ფილიპინების, კამბოჯის, კვიპროსის, მალაიზიის, პაკისტანის, სომალის, ბურუნდის, გვატემალის, მალის, კორეისა და ტაჯიკეთის ელჩებმა გადასცეს.
მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატებთან ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა და ელჩებს თავიანთ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ღონისძიებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ქეთევან კვინიკაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
წყარო