- წინააღმდეგობის სამი წელი. მადლიერების გამოხატვის სამი წელი. უკრაინელების აბსოლუტური გმირობის სამი წელი. ვამაყობ უკრაინით! – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც ომის ამსახველ კადრებს ავრცელებს.
“მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამას იცავს და მხარს უჭერს. ყველას ვინც მუშაობს უკრაინისთვის. დაე, მარადიული იყოს ყველას ხსოვნა, ვინც სიცოცხლე გაწირა ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხისთვის“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.