11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი იმოძრავებს

  • საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი იმოძრავებს.

“გაცნობებთ, რომ 2025 წლის 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი (№854/853) იმოძრავებს. სამგზავრო მატარებლის ტევადობა დაახლოებით 100 ადგილით გაიზრდება, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობა თითქმის 2 საათით შემცირდება.

მატარებელი რეისებს დღეგამოშვებით შეასრულებს:

თბილისიდან გასვლა – 09:00; ოზურგეთში ჩასვლა – 16:18.

ოზურგეთიდან გასვლა – 08:40; თბილისში ჩასვლა – 16:00.

ბილეთის ღირებულება – 11-15 ლარის ფარგლებში იქნება.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საქართველოს რკინიგზის სალაროებსა და ონლაინ ვებგვერდზე: gr.com.ge

მცირედი ცვლილებაა თბილისი-ქუთაისის მიმართულებაზე: ქუთაისში მიმავალი მგზავრები ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე იმგზავრებენ. რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე გადასხდებიან №6355/6356 და №6353/6354 ელექტრომატარებლებში, რომლებიც მგზავრებს ქუთაისი 1-ის სადგურში 20 წუთში ჩაიყვანს. რიონი-ქუთაისი 1 მატარებლის მგზავრობის საფასური 0,50 ლარი იქნება.

დამატებით შეგახსენებთ, რომ gr.com.ge ვებგვერდზე ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ თბილისი-ფოთი-თბილისი (#874/873) და თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#870/869) მატარებლის ბილეთები“, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *