- „მაგთიკომი“ მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის სერვისებზე შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“27 იანვარს „მაგთიკომის“ მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის სერვისებზე დაფიქსირდა შეფერხება. გაცნობებთ, რომ „მაგთიკომის“ ინტერნეტშეერთება საქართველოში გადაზღვეული არხებით შემოდის ევროპიდან. 27 იანვარს დაზიანება დაფიქსირდა თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ვერ ხერხდება პარტნიორი კომპანიის ტექნიკური ჯგუფების დაზიანების წერტილამდე მისვლა.
რაც შეეხება სარეზერვო მაგისტრალური არხის დაზიანებას, 27 იანვრის 21:21-ზე საქართველოს მხარეს, აჭარის ტერიტორიაზე დაფიქსირდა სამ წერტილში საეჭვო დაზიანება (გადაცემულია სამართალდამცავი ორგანოებზისთვის). „მაგთიკომის“ ტექნიკური ჯგუფი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა პრობლემების აღმოსაფხვრელად და 28 იანვრის 01:54-ზე სრულად აღმოიფხვრა სამივე დაზიანება. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია „მაგთიკომის“ განცხადებაში.