- 100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მონაწილეების ფინალური ეტაპისთვის მზადება დაიწყო.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში 100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2020 წლის 17 ნოემბერს მეექვსედ გამოაცხადა. სულ შევიდა 303 განაცხადი, რომელთაგან ფინალურ ეტაპზე მხოლოდ 40 სტარტაპი გადავიდა.