პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს

  • საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის გამართვის მიზნით, 29 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

ღონისძიების გაშუქების მსურველმა მედიასაშუალებებმა სპეციალური აკრედიტაციის მისაღებად საქართველოს პარლამენტს უნდა მიმართონ – ერთ მედიასაშუალებაზე გაიცემა არაუმეტეს ორი ჯგუფის აკრედიტაცია.

ღონისძიების გაშუქების მიზნით პარლამენტის სასახლის რუსთაველის დარბაზში (B კორპუსი, 0 სართული) მოეწყობა მედიასივრცე, საიდანაც მედიის წარმომადგენლებს, საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ ინაუგურაციის მიმდინარეობას და ჩაწერონ რესპონდენტები. საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს სიგნალის მიწოდებას ინაუგურაციის ცერემონიის პირდაპირი ტრანსლირებისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *