- სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის მსურველი 51-ვე ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის წევრად რჩება – “ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მათ უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. თითოეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ცალ-ცალკე ეყარა კენჭი და არც ერთზე დადებითი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. “ქართული ოცნების” არც ერთ წევრს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე ხმა არ მიუცია.