- შეგახსენებთ, რომ ჩხოროწყუს მერიის შენობაში, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესის შემდეგ საპირფარეშო დაასუფთავეს.
პირველად, ინფორმაცია, სოციალურ ქსელში, მოქალაქე დავით ცირამუამ გაავრცელა. მერიაში მედიას განუცხადეს, რომ შენობაში მოსწავლეები დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის ინიციატივით მოხვდნენ.