- პაველ ჰერჩინსკი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს საქართველო წყვეტს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს ოთხი წლით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის ფეისბუქ გვერდის, „სინამდვილეში“ განცხადებაშია აღნიშნული.
„საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს „საქართველო წყვეტს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს ოთხი წლით“. სინამდვილეში, ხელისუფლებამ ხაზგასმით განაცხადა, რომ ზედმიწევნით მიჰყვება ასოცირების შეთანხმების შესრულებას და 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმების 90% შესრულებული ექნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.